მეფე, მეფე სჭირდება საქართველოს!
- რა გვეშველება?.. ისევ მიტინგებს აპირებენ!.. დავბერდი ამ მიტინგებში!
- მხოლოდ მეფე გადაგვარჩენს, მონარქისტული წყობა!
- არ გამოვა!
- რა არ გამოვა?
- მონარქისტული წყობა !
- კი მაგრამ, განა ბაგრატიონთა დინასტიამ არ გადაარჩინა საქართველო? გაიხსენე დავით აღმაშენებელი... „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“...
- ემოციები და სურვილები გალაპარაკებს, მე პროფესიონალის კუთხით მივუდგები უფრო!
- აბა ეს არის კარგი?.. რა დღეში ვართ? რა მოგვიტანა საპრეზიდენტო წყობამ? ან ამ პარლამენტებმა რა მოგვიტანა? მეფე, მეფე სჭირდება საქართველოს!ძლიერი მონარქისტული ხელი!
- მომისმინე!.. კარგად მომისმინე!.. შევეცდები ავტობუსის მოსვლამდე ჩამოგიყალიბო:
მონარქისტული გენი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა მემკვიდრეობით, გვირგვინთან და ტახტთან ერთად,კერძოდ,ბაგრატიონების გენი საქართველოში, რომანოვების გენი რუსეთში... აღარ არსებობს... მოკვდა, მოკლეს!.. 80 წელი ანადგურებდნენ კომუნისტები და საბოლოოდ გაანადგურეს!
- რა არის მონარქისტული გენი?
- პირველ რიგში ეს არის იმუნიტეტი! დაიცვას მეფე უდიდესი პასუხისმგებლობის შედეგად გამოწვეული ფსიქოლოგიური,ემოციური და ფიზიკური სტრესებისგან! ამ იმუნიტეტის წყალობით ინარჩუნებდნენ მეფეები სიდინჯეს, ცივ გონებას და სწორი გადაწყვეტოლებების მიღების უნარს! ამ გენის წყალობით არ ლოთდებოდნენ, არ ემართებოდათ ნევროზი, უძილობა, არ ჯდებოდნენ წამალზე, არ ღებულობდნენ საძილე და ფსიქოტროპულ საშუალებებს!
ვინ არის მეფე, მონარქი? სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი!
აბა წარმოიდგინე, როგორი ბუმბერაზი პიროვნება უნდა იყო, ერთმა კაცმა საბოლოო და გადამწყვეტი სიტყვა რომ თქვა და ამ გადამწყვეტი სიტყვის უმთავრესი გარანტი მონარქისტული გენი იყო!
მოკვდა გენი... მოკლეს, აღარ არსებობს! რად გვინდა ფორმალური „ცარიელი გამოფიტული მეფე“ ფიტნეს კლუბში „ნაკაჩავები“ ბიცებსებით და „სიაფანდი“, მეფური გამოხედვით და „პახოდკით“?
ასეთი მეფეები კინოფილმებსა დ ასპექტაკლებში რამდენიც გინდა იმდენია!შეიძლება ითამაშო მეფე, მაგრამ ნამდვილი მეფე საქართველოს არასოდეს ეყოლება!..
- ინტერნეტი, თანამედროვე ტექნიკა! ეს რომ ქონოდათ ქართველ მეფეებს წარმოიდგინე რაამხელა სასწაულებს მოახდენდნენ!
- მეფე მონარქისტული გენის გარეშე ჩვეულებრივი მოკვდავია! როგორც პრემიერი ან პარლმენტის, თავმჯდომარე... გინდაც პრეზიდენტი! რამდენი გვყავდა ასეთი ამ 25 წლის მანძილზე?
- მერე?
- მერე ის რომ არფერი მოგვიტანეს! რა მოუტანეს საქართველოს?გაიხედე გარეთ...ხვალ თუ ზეგ ისევ საპროტესტო აქციები დაიწყება!
- კაი, კაი... ავტობუსი მოვიდა!.. რაა არის ცოტა შუაში გადაიწიეთ ხალხო... გაათავისუფლეთ ამოსასვლელი!
ავტობუსი მეფური სიდარბაისლით დაიძრა!..
თამაზ კამიკაძე