დავით კერესელიძე: "უკრაინაში დაღუპული თამაზ სუხიაშვილის გმირობა სამაგალითოა"

დავით კერესელიძე: "უკრაინაში დაღუპული თამაზ სუხიაშვილის გმირობა სამაგალითოა"

უკრაინაში დაღუპული თამაზ სუხიაშვილის გმირობა სამაგალითოა, განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ გააკეთა.


"ჩვენ შევიკრიბეთ, რომ საქართველოდან დაღუპულ მებრძოლს დავხვდეთ, რომელიც უკრაინაში გმირულად დაიღუპა. უპირველეს ყოვლისა, გვინდა მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს სამძიმარი გამოვუცხადოთ. გვინდა, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მისი იქ ჩადენილი გმირობა სამაგალითოა და ჩვენ, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე მთელი საქართველო, მისი ოჯახის გვერდით ვართ", - აღნიშნა კერესელიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: