დემურ გიორხელიძე: "საზოგადოება თუ დაეჭვდება ხელისუფლებაში და მას დამნაშავეების მფარველობაში ამხელს, ამ ხელისუფლების ბოლო გარდაუვალია"

დემურ გიორხელიძე: "საზოგადოება თუ დაეჭვდება ხელისუფლებაში და მას დამნაშავეების  მფარველობაში  ამხელს, ამ ხელისუფლების ბოლო გარდაუვალია"

 ური ვაზაგაშვილის გარდაცვალების  საქმის გამოძიება ხელისუფლებისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია- ამის შესახებ ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ "ივერიონის" პრესკლუბში განაცხადა.


"იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების  საქმის გამოძიება ხელისუფლებისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ სიმართლეს ფარდა უნდა ახადოს -განაცხადა გიორხელიძემ


 გიორხელიძე გაუხსნელ მკვლელობებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებშიც არსებობს გამოუძიებელი საქმეები.


 " გაუხსნელი მკვლელობები ხელისუფლების სისუსტეა. დასავლეშიც არსებობს  გამოუძიებელი მკვლელობები, მაგრამ ისინი პოლიტიკური საიდუმლოებებით არის მოცული. დრო მოვა და სიმართლე თავად გაცხადდებაზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეც საიდუმლოებით არის მოცული- ეს ცუდია. მსგავსი  საქმეების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, ხელისუფლება ხომ არ მფარველობს დამნაშავეებს? საზოგადოება თუ დაეჭვდება ხელისუფლებაში და მას დამნაშავეების  მფარველობაში  ამხელს,ამ ხელისუფლების ბოლო გარდაუვალიარაში სჭირდება ხელისუფლებას  გამოუძიებელი დატოვოს ეს საქმე? პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს  სხვა უფრო მძიმე საქმეებზე მიანიშნებს, მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს დანდობა, მორიდება  ეს არის სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა"-ღნიშნა გიორხელიძემ.
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: