მიხეილ სააკაშვილი დახმარებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი დახმარებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლის ოჯახს დახმარება სჭირდება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან სპეციალური ანგარიში შეიქმნა, რომელზეც თავად მან უკვე ჩარიცხა გარკვეული თანხა. სააკაშვილი მებრძოლების ოჯახების დახმარებისკენ საზოგადოებასაც მოუწოდებს.

"რუს აგრესორებთან ბრძოლაში, რომლებიც ამავე დროს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასაც ახორციელებენ, უკრაინაში გმირულად დაიღუპა 2 ქართველი ოფიცერი - ალეკო გრიგოლაშვილი და თამაზ სუხიაშვილი. სამწუხაროდ, ჩვენმა ახლანდელმა მთავრობამ, არა მხოლოდ შეურაცხყოფა მიაყენა ალეკო გრიგოლაშვილის ხსოვნას, არამედ არც ერთი დაღუპული გმირის ოჯახს ის მატერიალურად არ ეხმარება, არადა მათ დარჩათ შვილები და ეს ოჯახები ხელმოკლედ ცხოვრობენ. მე მგონი, ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალია შეძლებისდაგვარად აღმოვუჩინოთ დახმარება, იმ ქართველი გმირების ოჯახებს, რომლებიც საერთო მტერთან ბრძოლას შეეწირნენ. ამ მიზნით, ჩემს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან, შევქმენი სპეციალური ანგარიში, რომელზეც ჩავრიცხე დასაწყისისთვის ჩემი პირადი დანაზოგიდან - 4 ათასი ლარი და ვთხოვ ყველას, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, თუნდაც მცირედი თანხით ამიბას მხარი. ეს სწორიცაა და ამავე დროს ჩვენი ღირსების საკითხია`-წერს სააკაშვილი და იქვე ანგარიშის ნომერს აქვეყნებს.

მიმღების ბანკი: "საქართველოს ბანკი" კოდი BAGAGE22 

მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ფონდი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE85BG0000000714419800"- წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: