ირაკლი ალასანია: იური ვაზაგაშვილის სასტიკი მკვლელობა შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა!

ირაკლი ალასანია: იური ვაზაგაშვილის  სასტიკი მკვლელობა შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა!

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა, რასაც შეიძლება, ქვეყანაში ძალიან სახიფათო მოვლენები მოჰყვეს.

"იური ვაზაგაშვილის ეს შემზარავი, ცინიკური, სასტიკი მკვლელობა, ჩემი აზრით, უფრო შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა. მე ამაში ვხედავ მოტივს, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს დიდი დაუცველობის განცდა და გარკვეულწილად პოლიტიკური არასტაბილურობის გარემო შეიქმნას ქვეყანაში, ამიტომ, მიუხედავად იმისა, მე პირადად და ჩვენს პარტიას რა დამოკიდებულება გვაქვს იმ პროკურატურის მიმართ, რომელიც პოლიტიკური დევნით არის დაკავებული, ამ ყველაფერს გვერდზე ვწევთ და ჩვენ მართლაც დაინტერესებული ვართ, რომ ძალიან სწრაფად, ობიექტურად მიაკვლიოს პროკურატურამ სიმართლეს. ამას მართლაც შეიძლება მოჰყვეს ქვეყანაში ძალიან სახიფათო მოვლენები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: