ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დავით უსუფაშვილი:"ფაქტია, რომ ამ საზარელი მკვლელობის სამიზნე მხოლოდ ბატონი იური არ იყო"

დავით უსუფაშვილი:"ფაქტია, რომ ამ საზარელი მკვლელობის სამიზნე მხოლოდ ბატონი იური არ იყო"

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქალბატონი ირინა ენუქიძის გარდაცვალებით ჩვენ ქართველი დედის სიმბოლო და ეტალონი დავკარგეთ, ბატონი იურის გარდაცვალებით ჩვენ ქართველი მამის სიმბოლო და ეტალონი გამოგვეცალა.


"დამეთანხმებით, რომ ქალბატონი ირინა ენუქიძის გარდაცვალებით ჩვენ ქართველი დედის სიმბოლო და ეტალონი დავკარგეთ, ბატონი იურის გარდაცვალებით ჩვენ ქართველი მამის სიმბოლო და ეტალონი გამოგვეცალა. მინდა, თქვენთან ერთად ვისურვო და მივცეთ პირობა ყველას, რომ ქართველი დედები და მამები აღარ შეეწირებიან თავიანთი მოკლული შვილებისთვის ბრძოლას და დამნაშავეების დასჯისთვის ბრძოლას. ამას თავად გააკეთებს ქართული სახელმწიფო. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი ვალი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. ისიც ფაქტია, რომ ამ საზარელი მკვლელობის სამიზნე მხოლოდ ბატონი იური არ იყო. ბატონმა იურიმ უკვე მოასწრო ყველაფრის თქმა, რისი თქმაც მისგან იყო საჭირო. როგორც ჩანს, აქ სხვა მიზნებია და ამიტომ, მინდა, ყველას მივმართო: ჩვენი სწორი რეაქცია ამ საშინელებაზე იქნება ის, რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამის გამო ვინმე გაჩუმდება - არ უნდა გაჩუმდეს, სათქმელი უნდა ითქვას და მეორე, თუ ამის მიზანია ქართული სახელმწიფოს გამოცდა, ხელისუფლების გამოცდა, შეგვიძლია თუ არა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, გამოვიძიოთ დანაშაული, თუ რამე შეცდომა იყო დაშვებული, ამ შეცდომას გავუმკლავდეთ, შევხედოთ რეალურად თვალებში და ნაბიჯები გადავდგათ - ზუსტად ეს უნდა გავაკეთოთ, ეს იქნება ჩვენი სწორი რეაქცია ამ ყველაფერზე, გარდა საერთო მწუხარებისა, რომელსაც ყველა ვუერთდებით", - განაცხადა უსუფაშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: