თინა ხიდაშელ:"ბატონი იური ამდენი წელი ყოველი ჩვენგანის და ჩვენი შვილების სოცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა"

თინა ხიდაშელ:"ბატონი იური ამდენი წელი ყოველი ჩვენგანის და ჩვენი შვილების სოცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა"

"ბატონი იური ამდენი წელი ყოველი ჩვენგანის და ჩვენი შვილების სოცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა,ჩვენი ღირსების საქმეა, არც ერთი კითხვა პასუხის გარეშე არ დარჩეს",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით facebook-ის საკუთარ გვერდზე  წერს.

"საქართველოში არ ვარ და მხოლოდ ეხლა ვნახე ინფორმაციები. თავზარდაცემული ვარ იური ვაზაგაშვილის სიკვდილით.დიდი იმედი მაქვს არც ერთი კითხვა უპასუხოდ არ დარჩება. ამ საქმის სწრაფი და პროფესიული გამოძიება შესაძლოა ჩვენი სამართალდამცავების ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი აღმოჩნდეს.
ბატონი იური ამდენი წელი ყოველი ჩვენგანის და ჩვენი შვილების სოცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა, სიცოცხლეში ვერ გავეცით პასუხი, სიკვდილის შემდეგ მაინც, ჩვენი ღირსების საქმეა არც ერთი კითხვა პასუხის გარეშე არ დარჩეს", წერს ხიდაშელი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: