თამაზ ჭეიშვილი: ჩვენ ეხლა იუმორისთვის არ გვცალია!
ეს ინფორმაცია `ივერიონს` ჩვენმა აქტიურმა მხარდამჭერმა, ცნობილმა პუბლიცისტმა თამაზ ჭეიშვილმა გამოგვიგზავნა და გვთხოვა ოპერატიულად გამოგვექვეყნებინა. თავაზიანად ვასრულებთ მის თხოვნას.
``ტელე-რადიო კომპანია ,,ობიექტივის,, ეთერში ყოველ შაბათს გადაიცემა ჩემი საავტორო გადაცემა ,,ექსტრაორდინარული“, „ფეისბუქში“ დავაანონსე,რომ მიმდინარე შაბათს მექნებოდა იუმორის თემა.სამწუხაროდ, ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვამ იუმორისტული განწყობა სამგლოვიაროთი შეგვიცვალა. ამიტომ, შაბათის გადაცემა განწყობის შესაბამისი იქნება.
დაგვეთანხმებით, ეს მარტო ვაზაგაშვილების ოჯახის, არამედ სრულიად საქართველოს ტრაგედიაა!