დოლარის ღირებულებამ 2 ლარს გადააჭარბა
ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარის ღირებულებამ უკვე 2 ლარს გადააჭარბა.
ეროვნული ბანკის ახალი მონაცემი ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. 2004 წლის შემდეგ დოლარის ფასი ქვეყნის მთავარი საფინანსო ორგანიზაციის კურსით ლარი და 98 თეთრი პირველად არის.
ლარის გაუფასურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს უმცირესობაც. "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მთავრობამ გასული წლის ბოლოს ბიუჯეტის შესრულების მოტივით დეფიციტური ხარჯვა განახორციელა. ბაზარზე ეროვნული ვალუტის დამატებით შემოსვლამ კი მისი კიდევ უფრო გაუფასურება გამოიწვია.
ფინანსთა სამინისტროში ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება. ექსპერტები მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი განმარტებით, ლარის გაუფასურება ინფლაციაში გადაიზრდება და პროდუქტებზე ფასები უახლოესი თვეების განმავლობაშ მნიშვნელოვნად მოიმატებს.