დავით თევზაძე: ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ფორმირებას შევუდგები!
დავით თევზაძე ნორვეგიაში სამეფო-საჰაერო ძალების აკადემიაში კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.
"ვემზადები ნორვეგიაში სამეფო-საჰაერო ძალების აკადემიაში კონფერენციაში მონაწილეობისთვის. ეს ეხება 2008 წლის ომის სამხედრო თეორიის შედეგებს. ასევე, გარკვეულწილად, ამ ომში რუსულ სტრატეგიას ეხება. მიწვეული ვარ, როგორც მომხსენებელი. ათი თებერვლისთვის დავბრუნდები და ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ფორმირებას შევუდგები, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, დათმოს, ან შეცვალოს ხელისუფლების ნაწილი. იმ ვითარების ატანა, რომელშიც ვცხოვრობთ, უკვე 12 წელია, აღარ შეიძლება. ვაზაგაშვილის გარდაცვალება უკვე ბოლო წვეთი იყო. ქვეყანა უნდა გამოფხიზლდეს. ვითანამშრომლებ მათთან, ვისაც თავისი ქვეყნის მიმართ იგივე ღირებულებები გააჩნია. ქვეყნის შეტოვება იმ ადამიანების ხელში, რომელთაც არც ქვეყნის მართვაზე აქვთ წარმოდგენა და არც მომავალი განვითარების ხედვა გააჩნიათ, არ შეიძლება. მე ჩემი მასწავლებლობის პრაქტიკას თავს ვანებებ და სრულიად ახალ სივრცეში გადავინაცვლებ",- განაცხადა დავით თევზაძემ.