არჩილ ჭყოიძე:ზურაბ ჯორბენაძე დაზვერვის სამმართველოს დავალებით შეაგზავნეს "ქართულ ოცნებაში"

არჩილ ჭყოიძე:ზურაბ ჯორბენაძე დაზვერვის სამმართველოს დავალებით შეაგზავნეს "ქართულ ოცნებაში"

"ევრაზიული არჩვანის" ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძის  მიერ გაკეთებულ განცხადებას "რეპორტიორის" პრესკლუბშ გამოეხმაურა:


"გუშინ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვებაში ჩვენ ვიხილეთ ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე, რომელიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობას აბრალებს ახალ ხელისუფლებას.

ჯორბენაძე ასევე საუბრობდა, რომ ახალ ხელისუფლებაში ჩანერგილები არიან "ნაციონალური მოძრაობის" აგენტები. ეს ადამიანი იყო დაკავებული თაღლითობის ბრალდებით.

სწორედ ეს ადამიანი აცხადებდა, რომ კუდ-ის აგენტი თავისი ძმის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ომარ ჯორბენაძის წყალობით გახდა. აცხადებდა, რომ ადეიშვილის დავალებით, რამდენიმე გახმაურებულ საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული. ჯორბენაძე კუდ-ის დავალებებს ასრულებდა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ დაზვერვის სამმართველოს დავალებით შეაგზავნეს "ქართულ ოცნებაში". იგი აცხადებს, რომ უსმენდა და უთვალთვალებდა არჩილ კბილაშვილს. გუშინ, სწორედ ამ ადამიანმა განაცხადა, რომ იცავს ვაზაგაშვილების პოზიციას, როგორც დაზარალებულების ადვოკატი. თუ ეს მართლაც ასეა, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ პიროვნების ჩამოშორება ვაზაგაშვილის საქმესთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პიროვნება დღესაც, ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, ისევ მიაწვდის მასალებს ნაციონალებს. ეს არის გამოძიებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც ძალიან ცუდი", - განაცხადა "ევრაზიული არჩევანის" ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: