თენგიზ ფხალაძე:სწორედ იმიტომ ვართ გააქტიურებულნი, რომ ვხედავთ საფრთხეს

თენგიზ ფხალაძე:სწორედ იმიტომ ვართ გააქტიურებულნი, რომ ვხედავთ საფრთხეს

არ შეიძლება, სამართლებრივ აქტად იყოს განხილული ის, რაც ხდება ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის, განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა  საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ  რუსეთის დუმის მიერ  აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხზე ჟურნალისტებთან  თემის კომენტირებისას გააკეთა.

"ეს მოსალოდნელი იყო და ამაში, სამწუხაროდ, არაფერი ახალი არ არის. რუსეთის ფედერაცია თავის ზრახვებზე დაუფარავად საუბრობს და არა მხოლოდ საუბრობს, არამედ მოქმედებს. ჩვენ ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე, სადაც შესაძლებელია, ვსაუბრობთ საქართველოს ოკუპაციის და უკვე ანექსიის პრობლემატიკაზე, აღნიშნულის დაუშვებლობაზე. სწორედ იმიტომ ვართ გააქტიურებულნი, რომ ვხედავთ საფრთხეს, საკმაოდ ადეკვატურად ვაფასებთ მას და ვცდილობთ, გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც მომავალში მოახდენს აღნიშნულის პრევენციას. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ე.წ. ხელშეკრულებას, არ შეიძლება, სამართლებრივ აქტად იყოს განხილული ის, რაც ხდება ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: