გიორგი ლაღიძე: ხელისუფლების დასასრული ახლოვდება

გიორგი ლაღიძე: ხელისუფლების დასასრული ახლოვდება

პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გლეხებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაუმუშავებლობის გამო უწესდება სანქციები.

"გაუგებარია რა უფლებით და რომელი სამართლებრივი აქტების საფუძველზე უნდა მოხდეს კერძო მესაკუთრის დავალდებულება, რომ იძულებითი წესით აწარმოოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა თუ ეს მის კანონიერ ინტერესებში სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო არ შედის. ამასთან ერთად, ხელისუფლების კომუნისტური იდეოლოგია ნათლად სჩანს პოზიციაში, რომლის მიხედვითაც თუ გლეხი არ დაამუშავებს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს დაეკისრება სპეციალური სანქცია და მისი ქონება გადავა კოოპერატივის სარგებლობაში.

ჩემი შეფასებით ზემოაღნიშნული პროექტი წარმოადგენს არაეფექტურ, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულ კომუნისტურ იდეას, რომელიც პირდაპირ ხელჰყოფს კერძო საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. მაშინ, როცა სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის ეფექტურ პოლიტიკას, რის შესაბამისადაც გლეხის შრომა დაუფასებელია და ის ვერ ქმნის კონკურენტუნარიან პროდუქტს, უსამართლობად ვაფასებ მათ მიმართ პრეტენზიების წაყენებას. მიმაჩნია რომ  სანქციების დაწესება გლეხებისთვის არის ღარიბაშვილის და მისი ხელისუფლების და ჩრდილოვანი მმართველების ახირება რაც პირდაპირ ლახავს კერძო მესაკუთრის  გლეხის უფლებებს მოვუწოდებ ღარიბაშვილის ხელისუფლება უარი თქვას ამ მავნე გადაწყვეტილების მიღებაზე სხვა შემთხვევაში მათ ეს ყველაფერი ხალხის რისხვის სახით უკან დაუბრუნდებათ" - აცხადებს პარტიის ლიდერი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: