მანანა კობახიძე: ალექსანდრე ჭიკაიძემ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო.
"იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იმ ადამიანებს აწყობდა, ვინც მისი შვილი მოკლა და ვისაც დანაშაულის გახსნა არ სურდა. თუკი შს სამინისტროში დღეს კიდევ მუშაობენ ის ადამიანები, რომელთაც ე.წ. სპეცოპერაციასთან ჰქონდათ საქმე და ვინც, სავარაუდოდ, აღნიშნული საქმით არ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, ძიებას, სავარაუდოდ, ხელს უშლიდა, ასეთი ეჭვები ჰქონდა თავად იური ვაზაგაშვილს. ის ბევრს საუბრობდა ამაზე და კონკრეტულ თანამდებობის პირებს ასახელებდა. ცხადია, ამ ყველაფრის შესწავლა უნდა მოხდეს. აქ ზუსტი და სწორი გადაწყვეტილებაა მინისტრის, რომ გადადგეს და მოხდეს პროცესისგან მისი დისტანცირება. როგორც კი რაიმე კითხვის ნიშანი ჩნდება უწყებაში არსებულ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირდაპირ მინისტრამდე მიდის", - აცხადებს კობახიძე.