გიორგი კვერენჩხილაძე:უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატი მაღალი ლეგიტიმაციით უნდა აირჩეს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ, გიორგი მარგველაშვილისა და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაური დაინტერესებულია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მის მიერ წარდგენილი კანდიდატი მაღალი ლეგიტიმაციით, მაღალი მხარდაჭერით და კონსენსუსის მაღალი ხარისხით იყოს არჩეული პარლამენტის მიერ
"საქართველოს პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია საპარლამენტო ძალებთან, მათ შორის ოპოზიციასთან შეხვედრა, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და სასამართლოს წევრების არჩევის საკითხს. შესაბამისად, სახელმწიფოს მეთაური დაინტერესებულია, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი მაღალი ლეგიტიმაციით, მაღალი მხარდაჭერით და კონსენსუსის მაღალი ხარისხით იყოს არჩეული პარლამენტის მიერ. რაც შეეხება კანდიდატურებს, ჯერ კონკრეტული საუბარი არ მიმდინარეობს. საუბარი სწორედ კრიტერიუმებსა და პროცესის წარმართვის ფორმატზეა", - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.