ჯამბულ გამცემლიძე:შს მინისტრის განცხადება მესიჯია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე არ გაიხსნება

ჯამბულ გამცემლიძე:შს მინისტრის  განცხადება მესიჯია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე არ გაიხსნება

 შს მინისტრის მიერ გავრცელებული განცხადება ფარული მესიჯია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე ვერ გაიხსნება. ჯამბულ გამცემლიძე ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას გამოეხმაურა.


"მინისტრის  გადადგომა დროულია, მაგრამ განცხადება, რომ ცხელ კვალზე ვერ გავხსენი საქმე და უნდა გადავდგეო, არის კიდევ ერთი დანაშაული, ამ დამიანმა ჩვენკენ მესიჯი გამოუშვა, რომ ეს დანაშაული არ გაიხსნება, მაგრამ ვაფრთხილებ ყველას, თუ საქმე  სასწრაფოდ არ იქნება გამოძიებული, სამოქალაქო საზოგადოება არ გაჩერდება, მითუმეტეს ჩვენ, შვილმოკლული მამები",- აცხადებს გამცემლიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: