მაია მწარიაშვილი: მოქმედმა თანამშრომლებმა გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ - ეს მათი ვალია!

მაია მწარიაშვილი: მოქმედმა თანამშრომლებმა გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ - ეს მათი ვალია!

2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის დეკემბერში სწორედ მწარიაშვილის თბილისის მთავარი პროკურორობის დროს დაიწყო, განცხადება ამის შესახებ თბილისის მთავარმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა "იმედის" ეთერში ისაუბრა.

"ასეთი ფიგურანტები არასოდეს არ იყვნენ საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღებები და თუ ვინმეს ჰგონია, რომ პრობლემა ამათში დევს, მაშინ ძალიან არასწორი გზით მიდის და საზოგადოებას არასწორ სურათს აჩვენებს. პრობლემა აქ არ დევს. ისინი მაშინ და იმედს ვიტოვებ, რომ დღეს არა, უბრალოდ გამხმოვანებლები იყვნენ. მათ არავინ კითხავდა ამ საქმეზე ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა. ისინი პროცედურულად რაღაც დოკუმენტებს აფორმებდნენ და ახლა მთავარი აქცენტის გადატანა მათზე, როგორც ამ ამბის შემქმნელებზე, უბრალოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და საქმის გაუფასურებაა", - განაცხადა  მწარიაშვილმა .


"ის რომ ამ საქმეში როგორც ყოფილი ასევე მოქმედი თანამშრომლები ფიგურირებენ პლიუსიცაა და მინუსიც. პლიუსია იმიტომ, რომ მოქმედმა თანამშრომლებმა კეთილი უნდა ინებონ და გამოძიებასთან ითანამშრომლონ. ეს მათი პროფესიული ვალია. მაგრამ მეორეს მხრივ ეს საქმეს ართულებს, მთელი თავისი გარკვეული უხერხულობებით", - განაცხადა მწარიაშვილმა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: