ანგელა მერკელმა ბერძნებს მოუწოდა არჩევანი ევროპის სასარგებლოდ გააკეთონ
ფლორენციაში, იტალიის პრემიერთან მატეო რენცისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მერკელმა გამოთქვა სურვილი, რომ "საბერძნეთი, მიუხედავად ბევრი სირთულისა, ევროპული ისტორიის ნაწილად დარჩეს". ინფორმაციას ამის შესახებ BBS-news ავრცელებს.
საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები 25 იანვარს გაიმართება. ბოლო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური პარტია "რადიკალური მემარცხენე ძალთა კოალიცია" ლიდერობს. პარტიის ლიდერი ალექსის ციპროსი ხისტი ეკონომიკური მეთოდების წინააღმდეგია და საერთაშორისო თანამეგობრობის და კრედიტორების რეკომენდაციებს არ ეთანხმება. ევროპა შიშობს, რომ მემარცხენე ძალების გამარჯვების შმთხვევაში, ათენი დეფოლტს გამოაცხადებს და ევროზონას დატოვებს.