სოსო მანჯავიძე- „ოცნების " ხელმძღვანელობა პრობლემის სირთულეს ვერ აცნობიერებს

სოსო მანჯავიძე- „ოცნების " ხელმძღვანელობა  პრობლემის  სირთულეს ვერ აცნობიერებს

ამ ერთი წლის წინ ვწერდი,რომ:

"როგორი ძნელი ასატანი და უაზრო არ უნდა იყოს ზოგჯერ '' ქართული ოცნების" ხელისუფლების შეცდომები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მისი დემონიზაცია ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით,რასაც უმართავი პროცესები მოყვება დამღუპველი შედეგებით`,-წერს სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში. მანჯავიძის თქმით, სწორედ ამ მიზნის მიღწევას ცდილობს ცნობილი გავლენების მორჩილი მედია და არასამთავრობოთა ქსელი.

 

"გამოყენებული საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს,რომ ჩართულია მთავრობის დისკრედიტაციის პროგრამა, რომლის შემდეგი ეტაპი,დემონიზაცია,გამოსვლები და პოლიტიკური კრიზისი უნდა გახდეს.

"დემონიზაცია" დისკრედიტაციის კამპანიის საბოლოო ეტაპია,ამ დროს საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი,რომ ხელისუფლების არათუ მხარდაჭერა,არამედ მასზე რამეს კარგის თქმა,ან ცუდის ართქმაც კი,,ქვეყნის ღალატად ითვლება.

ასეთი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ძალიან ბევრი მთავრობა იქნა ჩამოშორებული ხელისუფლებას,ეს ძალიან ეფექტური იარაღია ძალის ცენტრებისათვის მესამე ქვეყნების სამართავად.

სხვათა შორის,ამ საფრთხის შესახებ არაერთხელ მითქვამს საჯაროდ და პირადადაც ვისაც ეს ეხება,ჯერ კიდევ მაშინ, როცა არასერიოზული ეგონათ კონსტიტუციაში ჩადებული ნაღმების ამოქმედება და სახელისუფლო შტოებს შორის მოსალოდნელი დაპირისპირება.

მრჩება შთაბეჭდილება,რომ ''ოცნების " ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებს პრობლემის სირთულეს.

არადა,ეს საფრთხე,მარტო ხელისუფლებას კი არა,მთელ ქვეყანას ეხება.''

სამწუხაროდ,არავითარი ზომები არ იქნა მიღებული,ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიებს დაემატა"ფერადი რევოლუციების" პრაქტიკის ყველაზე საშინელი აქტი,ცინიზმით, ადამიანების გრძნობების შეურაცხყოფის მიზნით დაგეგმილი მკვლელობა,ამ შემთხვევაში,ბატონი იური ვაზაგაშვილის აფეთქება შვილის საფლავზე.

ადამიანების რისხვის,ამბიციების,გაუგებრობისა და დაბნეულობის მღვრიე ტალღებზე თავისი არსით იგივე ძალები აპირებენ მოსვლას ხელისუფლებაში,ვინც ამდენი ხანი სისხლი გაგვიშრო ყველას.

ქვეყანა კვლავ ბეწვის ხიდზე გადის,-წერს მანჯავიძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: