ივანიშვილის კორტეჟზე თავდასხმა იგეგმება?

ივანიშვილის კორტეჟზე თავდასხმა იგეგმება?

არ არის გამორიცხული, თავდასხმა ივანიშვილის კორტეჟზე, როგორც შევარდნაძეს მოუწყვეს – ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ განაცხადა. (აღნიშნულ ინფორმაციას "ექსკლუზივნიუსი" ავრცელებს)

მისივე თქმით, სააკაშვილი გასამხედროებულ ფორმირებებს აყალიბებს და დღევანდელი ხელისუფლების დამხობას აპირებს.

ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ სანამ ვაზაგაშვილს ააფეთქებდნენ, რამდენჯერმე კიბერშეტევები სხვადასხვა ვებგვერდზეც განხორციელდა და ასევე მანქანის აფეთქების შემთხვევებიც გახშირდა.

"სააკაშვილი რომ გასამხედროებულ ფორმირებებს აყალიბებს და დღევანდელი ხელისუფლების დამხობას აპირებს, ამაზე უკვე დიდი ხანია ვყვირი. ეს ახლა აღარ ფარავს თავის ავ ზრახვებს, თორემ შეიარაღებული ფორმირებები საქართველოში 2012 წლის არჩევნების შემდეგ იქმნება. ამის პარალელურად, ფარული მოსმენები კერძო სტრუქტურებიდანაც კი მიდიოდა. სააკაშვილს ე.წ. შავი სია აქვს, უკვე წინასწარ იცის, მოსვლის შემთხვევაში ვინ უნდა დასაჯოს. მე ეჭვი მეპარება, რომ იური ვაზაგაშვილის ფარული მოსმენა მიდიოდა და ტერორისტებმა ყველაფერი ზეპირად იცოდნენ. მე ძალიან მიკვირს, რომ ძალოვანებმა საქმე ტერორიზმის მუხლით არ აღძრეს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს დასაწყისია? თუ გამოძიება ტერორიზმის მუხლით წავიდოდა, მაშინ სულ სხვანაირი სცენარი განვითარდებოდა… არ არის გამორიცხული თავდასხმა ივანიშვილის კორტეჟზე, როგორც შევარდნაძეს მოუწყვეს. დაუკვირდით, თითქმის ყოველდღე სადღაც ფეთქდება მანქანა, ბოლო დროს რატომღაც მოუხშირეს ბათუმში. ერთი, ორი, სამი და ყური უკვე ეჩვევა. ეს ნელ-ნელა ხალხის გაღიზიანებას და სიტუაციის გამძაფრებას იწვევს. ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ, სპეციალისტები მოიწვიოს, თუ თანახმა იქნება, მეც შევხვდები და დეტალურად ავუხსნი, რა უნდა მოიმოქმედოს. ასე ღიად ყველაფერი ვერ ითქმება და ყველაფერი ვერ გაიშიფრება. ამან შეიძლება მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს",- აცხადებს მაისაია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: