ქრთამის აღების ფაქტზე თემქის უბნის სამსახურის ყოფილი უფროსი დაკავებულია

ქრთამის აღების ფაქტზე  თემქის უბნის სამსახურის ყოფილი უფროსი დაკავებულია

ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის თემქის უბნის სამსახურის ყოფილი უფროსი კახა როსტიაშვილი დააკავა.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 2013-2014 წლებში, თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების დირექტორისგან ქრთამის სახით 15 000 ლარი აიღო, რათა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაერწმუნებინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეები, რომ სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები სწორედ ზემოხსენებულ კომპანიებს განეხორციელებინათ. ასევე არ შექმნოდათ პრობლემები სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: