ბიძინა ივანიშვილი: "საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ გამოძიებასთან ვითანამშრომლო"
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
"საჭიროების შემთხვევაში მე მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან."- განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ იური ვაზაგაშვილს მკვლელლობამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა.
"მან მე მითხრა, რომ მისი შვილის საქმეებში ახალი მოწმეები იყვნენ და ისინი უკრაინაში იმყოფებიან. ძალიან ვინერვიულე, ისეთი დეტალები მითხრა და აქეთ მამშვიდებდა. რამდენიმე დღეში კიდევ უნდა შევხვედროდი", _ განაცხადა დღეს ივანიშვილმა და დასძინა "ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება, მის გვერდში მაქსიმალურად დავმდგარიყავი, რომ გაქარწყლებულიყო ეჭვი იმის შესახებ, რომ დამნაშევეები არ დაისჯებოდნენ. მისგან ვიცი, რომ დასკვნით ფაზაში შედიოდა გამოძიება, გახარებული იყო უკრაინიდან ახალი მოწმეების გამოჩენით, რომლებიც ადასტურებენ გამოძიების ეჭვებს და პრაქტიკულად ვიზეც ეჭვი ჰქონდა პროკურატურას, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ. მან გვარებიც ბევრი დაასახელა".