კობა კობალაძე: აღნიშნული აქტი მიზანმიმართულად განხორციელდა!
"ვაზაგაშვილის მკვლელობა რეალურად მცოდნე ადამიანის მხრიდან განხორციელებული ტერორისტული აქტია", - აღნიშნულზე გენერალმა, სამხედრო ექსპერტმა კობა კობალაძემ "კვირას" პრესკლუბში ისაუბრა.
"აღნიშნული აქტი კონკრეტული პიროვნების მიმართ მიზანმიმართულად განხორციელდა. ფაქტი რეალურად შესასწავლია. გამოყენებულია წნევის გამომწვევი ასაფეთქებელი ნივთიერება. არ ვიცი, კონკრეტულად, რა სახის ნივთიერება ან ხელსაწყო იყო გამოყენებული. არსებობს რამდენიმე ნაირსახეობა, მათ შორის თავდაცვისუნარიანობის, ქვეითსაწინააღმდეგო ... შეიძლება, ეს იყო შეხების დროს რეაქციის გამომწვევი, შეიძლება იყო რადიოტალღოვანი. საზოგადოება ელოდება პასუხს. პროცესი, ალბათ, ცოტა დაჩქარდება, თუნდაც იმის გამო, რომ ბატონი იური ვაზაგაშვილი სამართალს ზვარაკად შეეწირა", - განაცხადა კობა კობალაძემ.