რატომ გაათავისუფლეს კორტების სპეცოპერაციის საქმის ყველა გამომძიებელი პროკურატურის რიგებიდან?

რატომ გაათავისუფლეს კორტების სპეცოპერაციის საქმის ყველა გამომძიებელი პროკურატურის რიგებიდან?

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, კორტების სპეცოპერაციის საქმის ყველა გამომძიებელი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულია.

 

"საქართველოს პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებიც 2006 წელს აქტიურად იყვნენ ჩართული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის პირვანდელ გამოძიებაში,  პროკურატურაში უკვე დიდი ხანია რაც აღარ მუშაობენ. 

მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რამოდენიმე თანამშრომელმა, რომელსაც გარკვეულწილად შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან, პირადი განცხადებით მიმართეს მთავარ პროკურორს და გამოძიების დასრულებამდე მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლება. მთავარმა პროკურორმა მათი განცხადებები დააკმაყოფილა და ისინი გათავისუფლდნენ პროკურატურის რიგებიდან. 

ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ აღნიშნულ პროკურორებს განახლებულ გამოძიებასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, რადგან გამოძიებას ე.წ. "კორტების" სპეცოპერაციის საქმეზე აწარმოებს სპეციალურად ამ საქმისთვის შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი. კატეგორიულად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ზ. ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე განახლებულ გამოძიებას აწარმოებს პროკურორთა და გამომძიებელთა ის ჯგუფი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია თავდაპირველ გამოძიებასთან, შესაბამისად ისინი არიან სრულიად ობიექტურები და მიუკერძოებლები._ ნათქვამია  პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: