ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილი ნიანგის ცრემლებს ყრის, ვაზაგაშვილის სიკვდილზე

შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილი ნიანგის ცრემლებს ყრის, ვაზაგაშვილის სიკვდილზე

"ივანიშვილი ნიანგის ცრემლებს ყრის, ვაზაგაშვილის სიკვდილზე, პასუხი სწორედ მან უნდა აგოს,"- ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა სოფელ ყარაფილაში გააკეთა, სადაც ის იური ვაზაგაშვილის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად ჩავიდა.

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ იური ვაზაგაშვილის სიკვდილის გამო პასუხი ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს მთავრობამ უნდა აგოს. 

"შვილმოკლული მშობლები როცა სჭირდებოდათ ყველაფერს პირდებოდნენ, მერე დაივიწყეს და ახლა როცა ეს ადამიანი მოკლეს, ივანიშვილი ნიანგის ცრემლებს ყრის. მისი და მისი მთავრობის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ისინი უნდა წავიდნენ, მთელი მთავრობა და არა ერთი მინისტრი. ეს იქნება ობიექტურობა და სამართლიანობა. ამ ხელისუფლებამ შვილების მკვლელობიდან საქმე მამების მკვლელობამდე მიიყვანა,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: