ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, რიგის სამიტზე ვაჩვენოთ, რომ საქართველო წარმატების მაგალითია!
"რეგიონში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ჩვენთვის დღეს, ისე როგორც არასდროს, გადამწყვეტია ევროკავშირისა და საერთაშორსისო თანამეგობრობის მხარდაჭერა", - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტველ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა.
"ეს ვიზიტი არის დასტური იმისა, რომ ლიტვა არის ჩვენი ქვეყნის მხარადამჭერი და მეგობარი. ეს არის სოლიდარობის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება. ლიტვა ჩვენთვის სამაგალითო ქვეყანააა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ურყევი მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობთ ლიტვის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან მიმართებაში, ამისთვის მინდა, ლიტვის პრემიერს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა.
ჩვენ დღეს გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ორმხრივ ურთიერთობებში. ყურადღება დავუთმეთ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. ჩვენ ხვალ მოვაწერთ ხელს საქართველოსა და ლიტვის მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და დავგეგმავთ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის ჩატარებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორცღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავარი ამოცანაა, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორმა ვაჩვენოთ, რომ საქარტველო წარმატების მაგალითია.
"ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების პროცესი. ბატონ პრემიერ-მინისტრს აქვს გამოხატული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისწრაფებისადმი, რაც გულისხმობს საქართველოს ევროპულ არჩევანს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სერიოზულად ვემზადებით რიგის სამიტისთვის. ჩვენი ამოცანაა, ამ სამიტზე წარვდგეთ კონკრეტული შედეგებით და როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორმა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს არის წარმატების მაგალითი", - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.