ნინო ბურჯანაძე:"არ გამოვრიცხავ, ქვეყანა მძიმე შიდა დაპირისპირებამდე მივიდეს"

ნინო ბურჯანაძე:"არ გამოვრიცხავ, ქვეყანა  მძიმე შიდა დაპირისპირებამდე მივიდეს"

"არ გამოვრიცხავ, რომ ქვეყანა მივიდეს ძალინ მძიმე შიდა დაპირისპირებამდე".განცხადება ამის შესახებ, "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ "ასავალ-დასავალთან" საუბრისას გააკეთა.


ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები წარიმართოს.

"არ გამოვრიცხავ, რომ ქვეყანა მივიდეს ძალინ მძიმე შიდა დაპირისპირებამდე. არ დაგვავიწყდეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უზარმაზარი ფული აქვს. "ქართულმა ოცნებამ" კი ისიც ვერ მოახერხა, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ფინანური ნაკადები გადაეკეტა. დიახ, "ნაცმოძრაობა" დღესაც ყოველთვიურად იღებს მილიონობით შემოსავალს საქართველოში. და ეს ხდება იმ ბიზნესებიდან , რომლებშიც დღემდე ინარჩუნებენ წილებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

 

 

წყარო: "ასავალ-დასავალი"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: