რატომ გვაფურთხებს ასე მწარედ უკრაინა და რატომ ლოკავს ამას საქართველო?!

რატომ გვაფურთხებს ასე მწარედ უკრაინა და რატომ ლოკავს ამას საქართველო?!

ის, რაც ახლა უკრაინასა და საქართველოს შორის ხდება, სულაც არ არის კეთილგანწყობილი მეზობელი სახელმწიფოს დამოკიდებულება მეორე კეთილგანწყობილი საზელმწიფოსადმი.

თუ გამოვალთ ფორმულიდან, რომ როგორც ადამიანებს შორის, ისე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ორმხრივია, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების ცინიკური დამოკიდებულება სულაც არ ჯდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების ჩარჩოში.

ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა დამოუკიდებლად განსაზღვროს საკადრო პოლიტიკა, მაგრამ, როცა წამყვან თანამდებობებზე მეზობელი ქვეყნის ძებნილებს და დანაშაულებრივი რეჟიმის მაღალჩინოსნებს აწინაურებ, ეს არა მარტო საყოველთაოდ აღიარებული ეტიკეტის დარღვევაა, არამედ, „სახეში გალაწუნებაც“!

მართლაცდა, რა გაუჭირდა უკრაინას, რომ „ახალი რეფორმის“ განსახორციელებლად დანაშაულებრივი რეჟიმის ტრიუმფატორები  მიიწვია არა მარტო მჩევლებად, არამედ, საკვანძო თანამდებობებზეც?!

საეჭვო არ არის, „ნაციონალური ჯოჯოხეთის“ ექსპორტი წარმატებით განხორციელდება უკრაინაშიც და ამის შედეგს უკრაინელებიც მალე მოიმკიან, მაგრამ მთავარი ეს არ არის - მთავარია, რა იმალება ამ „საკადრო ექსპორტის“ მიღმა და რამდენად საშიშია იგი საქარველოსთვის?!

არც ის არის საეჭვო, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა პოროშენკოს ხუშტურებთან, არამედ, „სხვა სამყაროში“ დაგეგმილ, შორს გამიზნულ პროვოკაციებთან, რომლის აჩრდილი უკვე თამამად დადის საქართველოში!

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც „საერთო მტრის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი „ბოევიკების“ მონაწილეობაა, რომელთა რიგებში „ნაციონალებისდროინდელი“ სპეცსამსახურების საკმაოდ დიდი კონტიგენტია თავმოყრილი. მიზანი მარტივია: საჭირო დროს გაწრთვნილი შეიარაღებული დაჯგუფებების საქართველოში გადმოსროლა ყველა მისთვის დამახასიათებელი ნეგატიური შედეგებით - თუ ადრე სააკაშვილის რეჟიმმა სტარტი წალენჯიხიდან აიღო, ახლა ამ ფუნქციას თამამად შეარულებს უკრაინა!

წარმოიდგინეთ, რა საერთაშორისო სკანდალი ატყდებოდა საქართველოს ადგილზე უკრაინა რომ ყოფილიყო. ჩვენ კი ჩვენთვის „ჩვეულ“ დიპლომატიას ვიჩენთ და მხოლოდ რბილი კრიტიკით ვიფარგლებით.

საპროტესტო ნოტა არც საგარეო უწყებას გაუვრცელებია და არც საქართველოს მთავრობას გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, სადაც უკრაინის ხელისუფლების ქმედება შეფასდებოდა, როგორც მეზობელი სახელმწიფოს უპატივცემულობა მეზობელი სახელმწიფოსადმი.

უკრაინამ კი მისცა თავს უფლება, რომ მოგვაფურთხოს და სახეშიც გაგვილაწუნოს, მაგრამ ჩვენ რატომ ვლოკავთ და რატომ ვუშვერთ ლოყას დამშვიდებით?!

P.S. დღეს უკრაინაში უმძიმესი ვითარებაა. ბუმბერაზი სახელმწიფო ნელ-ნელა სისხლისგან იცლება.

სამწუხაროა, რომ თავსმოხვეული პროვოკაციის შედეგად იგი მსოფლიო ორი გიგანტის - ამერიკა-რუსეთის შერკინების პოლიგონად იქცა.

საკმაოდ მარტივია იმის პროგნოზირება, თუ რით დამთავრდება იგი უკრაინისთვის.

ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე პროცესების ნექატიური გავლენა საქართველოზე, რომელსაც ხელს უწყობს უკრაინის დღევანდელი „რევოლუციური“ ხელისუფლება.

ამ ფონზე საქართველოს მთავრობა ვალდებულია ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას და ქვეყანა მოსალოდნელი რევანშისგან იხსნას, რომლის საშოშროება უფრო და უფრო რეალური ხდება!

 

                                      საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: