დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები ახალი მთავრობის 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
ბიუჯეტის პროექტი პირვანდელ განხილვის შემდეგ, პარლამენტის შენიშვნებთან ერთად მთავრობას უკან დაუბრუნდება.
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები და სამინისტროებისთვის განსაზღვრული ხარჯები გუშინ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეტალურად განიხილა.
მისი განცხადებით, 2013 წლიდან ყველა ასაკით პენსიონერისთვის პენსიის რაოდენობა თანაბარი იქნება. ხადურის განმარტებით, მთავრობის მიზანია, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ახალი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მომავალი წლისთვის ნომინალური შიდა პროდუქტი 10-11%-ით გაიზრდება და 29,3 მილიარდი ლარი იქნება. შენარჩუნდება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობა.
მომავალი წლის ბიუჯეტს პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.