ვახტანგ გომელაური: ვეცდები, ყველაფერი როგორც საჭირო იქნება ისე გავაკეთო!

ვახტანგ გომელაური: ვეცდები, ყველაფერი როგორც საჭირო იქნება ისე გავაკეთო!

საქართველოს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემი 20 წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა ითვლის. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელობა, მათთან მუშაობა. ვეცდები, ყველაფერი ისე გავკეთო, როგორც საჭირო იქნება და თქვენი იმედები გავამართლო", -განაცხადა გომელაურმა.


კითხვაზე, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები და ვინ იქნება შს მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ამ საკითხებს განიხილავენ და ჯერ გადაწყვეტილი არ არის.


ვახტანგ გომელაური შსს-ში 2013 წლიდან მუშაობას. მას ჯერ შს მინისტრის მოადგილის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: