ხვალ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება
ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჯგუფი 27 იანვარს, 13 საათზე, საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. 19) გამართავს მშვიდობიან შეკრებას, ოსვენციმ-ბირკენაუს სიკვდილის ბანაკის გათავისუფლების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით.
27 იანვარი მსოფლიოში აღინიშნება, როგორც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.