ვალერი გელბახიანი: იური ვაზაგაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაიკითხოს

ვალერი გელბახიანი: იური ვაზაგაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაიკითხოს

იურისტი ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით  ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაიკითხოს. აღნიშნულზე გელბახიანმა "ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.

 

გელბახიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ჩვენებამ პროკურატურა სწორ გზაზე უნდა დააყენოს.


"ივანიშვილმა გამოძიებას დეტალურად უნდა უთხრას, რაზე ისაუბრეს მან და იური ვაზაგაშვილმა ბოლო შეხვედრისას, ამ საუბრის შემდეგ რა რეაგირება გაკეთდა ივანიშვილის მხრიდან, ესაუბრა თუ არა ამ თემაზე ხელისუფლების რომელიმე წარმოადგენელს და ა.შ. დიახ, შეიძლება, ბიძინა ივანიშვილის ჩვენებამ პროკურატურა სწორ კვალზე დააყენოს და შედეგებამდეც მიიყვანოს. ასე რომ, ამ საქმეზე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა პროკურატურისთვის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს", - განაცხადა გელბახიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: