რა მოთხოვნები აქვთ მოშიმშილე პატიმრებს
55-მა მსჯავრდებულმა, რომელთაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.
პატიმართა შიმშილობის შესახებ ინფორმაციას, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"-ს წევრი დიმიტრი ლორეთქიფანიძე ავრცელებს.
ლორთქიფანიძის ინფორმაციით, პატიმრები 2012 წელს მიღებულ ამნისტიის კანონს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ განცახდებას, სასჯელის ზომის შემსუბუქების თაობაზე, არც შეწყალების კომისია და არც ადგილობრივი საბჭოები არ აკმაყოფილებენ.