დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

 უკრაინული მედიის ინფორმაციით უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა ქვეყანაში არსებული ვითარების გამო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.


 ასეთი ნაბიჯი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განაცხადა იაცენიუკმა.

მარიუპოლში და სხვა აღმოსავლეთ რეგიონების ქალაქებში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, როდესაც ბოევიკებმა დონეცკის აეროპორტი აიღეს, შემდგომ კი მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა განახორციელეს.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო, ქვეყნის ხელისუფლებამ კი აღნიშნულ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: