დავით საგანელიძე: ემზარ კვიციანის პატიმრობიდან გათავისუფლებას მივესალმები
სასამართლოს ემზარ კვიციანის მიმართ არაადეკვატური გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი. მიესალმები, თუკი საპროცესო შეთანხმება გაფორმდება,- განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ გააკეთა.
"კვიციანის მიმართ ძალიან არაობიექტური გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი სასამართლოს. გარკვეული შეცდომები, გარკვეული გადაცდომები ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ამ კაცს რომ სამშობლო უყვარს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური განაჩენი და არაადეკვატურ სიტუაციაშია ეს ადამიანი. ასე რომ, მე მივესალმები, თუ ასეთი შეთანხმება გაფორმდება", - განაცხადა საგანელიძემ.