ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ბიზნესმეგობრული გარემოა!

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ბიზნესმეგობრული გარემოა!

საქართველოში ბიზნესი ხელშეუხებელია. არის ბიზნესმეგობრული გარემო. გვაქვს ზრდის შესანიშნავი დინამიკა და უზარმაზარი პოტენციალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ისეთ სფეროებში,- განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" გამართულ ბიზნესფორმზე ისაუბრა.


"მინდა, გითხრათ, რომ საქართველოს ეკონომიკა მართლაც მრავალფეროვანია და, დარწმუნებული ვარ, სულ უფრო მეტ ინვესტორს დავაინტერესებთ ლიტვიდან და სხვა სახელმწიფოებიდან. საქართველოში ბიზნესი ხელშეუხებელია. არის ბიზნესმეგობრული გარემო. გვაქვს ზრდის შესანიშნავი დინამიკა და უზარმაზარი პოტენციალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, წარმოება, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, აგრეთვე უძრავი ქონება და ტურიზმი.

გარდა ამისა, ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია, რომ მწარმოებლები, რომლებიც ეძებენ უსაფრთხო და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, საწარმოების დაარსებას საქართველოში ამჯობინებენ იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი დიდი სატრანზიტო პოტენციალი რეგიონში პროდუქციის ტრანსპორტირებისათვის საბაჟო ტარიფების გარეშე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ლიტვასთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მთავრობის პრიორიტეტებს შორის.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: