გიორგი თევზაძე: დროა ხელისუფლებამ ვეტერანთა პრობლემებს მიხედოს
უფლებადამცველი და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე , გამოეხმაურე საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, გორის ადმინისტრაციული შენობის წინ ვეტერანების შიმშილობის დაიწყების ფაქტს , კერძოდ, ვეტერანმა სოსო ხერხეულიძემ და ვალიკო დოლიაშვილმა, გორის ადმინისტრაციის წინ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. მათი მოთხოვნა უკავშირდებათ ვეტერანების დასაქმებას და ვეტერანების მიმართ სამართლიან მიდგომას. მოშიმშილეები ხელისუფლების მხრიდან ვეტერანების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და ვეტარანთა მიმართ შესაბამისი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას მოითხოვენ.
როგორც გიორგი თევზაძე აღნიშნავს, ვეტერანთა მოთხოვნა სამართლიანია და ხელისუფლება პრობლემების წაყრუების მიდგომას უნდა გადაეჩვიოს, რაც წინახელისუფლებას ახასიათებდა.
"სამწუხაროდ, "საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების შესახებ" საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქცია თითქმის შეუცვლელად მოქმედებს 90–იანი წლებიდან, ისე რომ არც ერთ ხელისუფლებას რეალური გეგმა არ შემოუთავაზებია, რომელიც თუნდაც ნაწილობრივ მაინც ასახავს წლების შემდგომ შეცვლილ რეალობებს. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგება ხელისუფლება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც თავისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვას. ვეტერანთა სოციალური მდგომარეობა დღემდე ვერ იქნება სათანადოთ გათვალისწინებული, თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, მათ შორის სოციალური სარგებლის პაკეტი, ვეტერანთა ეკონომიკური ინტეგრაცია–რეაბილიტაცია საზოგადოებაში და თვითდასაქმების ხელშეწყობა და სხვა საკითხები, რომლებზეც გარკვეული წინსვლა ამ ბიუჯეტის პირობებშიც შესაძლებელია. საყურადღებოა ის ინტერესი, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას გააჩნია, თუმცა რეალურ შედეგებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. დღემდე საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი სახელმწიფოს კონკრეტული ხედვები ყველა იმ პრობლემატური საკითხების მოწესრიგების მიმართულებით, რომელიც დღეს ვეტერანებს რეალურად აწუხებთ. ამ მხრივ მითუმეტეს, ხელისუფლებას ევალება იმ საერთაშორისო ვალდებულებების ფონზე, რომელიც საქართველოს ეკისრება ვეტერანთა სფეროში მოქმედი საერთაშორისო აქტების ჰარმონიზაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმოს ვეტერანთა დასაქმებისა და მათვის სამართლებრივი და სოციალური პირობების გაუმჯობესებას , ჩვენის მხრივ გეგმავთ ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე მსჯელობას, რომლის შესრულების ვალდებულება დიდი ხანია დამდგარია _ აცხადებს უფლებადამცველი და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე.