ცხელი ამბავი

დღეს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეა

დღეს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეა

დღეს საქართველოს მართლმადიდებლურიეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის.


დიდუბის პანთეონიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება, მეტროსადგურ "ისნიდან" და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 15:00 საათზე.  მსვლელობის მონაწილეებს თბილისის სხვადასხვა ტაძრების მრევლიც  შეუერთდება.

პარაკლისი კი მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე შესრულდება, რომლის დასრულების შემდეგ მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილები ჩაიყრება.
პარაკლისის დაწყებამდე მეტეხის ხიდზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: