ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

უჩა ნანუაშვილი: რამდენიმე უვადო მსჯავრდებულის შეწყალება საგანგაშო შედეგს არ გამოიწვევს!

უჩა ნანუაშვილი: რამდენიმე უვადო მსჯავრდებულის შეწყალება საგანგაშო შედეგს არ გამოიწვევს!

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უვადო პატიმრობაში მყოფი რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებას შესაძლებლად მიიჩნევს.

"საჭიროა, მოხდეს გარკვეული საქმეების გადახედვა. რამდენიმე საქმე შეწყალების კომისიაზე იყო განხილული, თუმცა, არანაირი შედეგი არ დამდგარა. ეს არის ძალიან სამწუხარო. მე პირადად ვფიქრობ, რომ რამდენიმე მსჯავრდებულის საქმის განხილვა, თუნდაც შეწყალება არის შესაძლებელი და ეს არანაირ საგანგაშო შედეგს არ გამოიწვევს ქვეყანაში", - განაცხადა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეცნობა იმ პატიმრების პრობლემებს, რომლებიც სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში შიმშილობენ.

"ჩვენი წარმომადგენლები ამ წუთებში შესულები არიან მე-8 დაწესებულებაში. ჩვენ მათ მდგომარეობას ვეცნობით. ის პრობლემები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, არის რეალური. რამდენიმე თვის წინ მოხდა გარკვეული რეგულაციის შეცვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არ მოჰყოლია რაიმე კონკრეტული შედეგი უვადო მსჯავრდებულებისთვის. მე ვფიქრობ, საჭიროა, საუბარი გაიმართოს იმ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებთ უვადო მსჯავრდებულებს", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: