გიგი წერეთელი: მთავრობამ საარსებო მინიმუმი უნდა გადაიანგარიშოს!

გიგი წერეთელი: მთავრობამ საარსებო მინიმუმი უნდა გადაიანგარიშოს!

საარსებო მინიმუმის კორექტირება უნდა მოხდეს,- განცხადება ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმოამდგენელმა, გიგი წერეთელმა გააკეთა. 

 

 მისი თქმით, მთავრობამ უნდა დაიანგარიშოს საარსებო მინიმუმი და მეთოდოლოგია, რომელიც 12 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.


"ბოლო პერიოდის მოვლენებმა, განსაკუთრებით ლარის კურსის მკვეთრმა ვარდნამ ძალიან გააუარესა ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა, განსაკუთრებით მათი, ვისაც ძალიან უჭირს. ფასები იმატებს პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, ასეთ ვითარებას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ქალაქებსა და სოფლებში. ადამიანებს კრედიტები დოლარში აქვთ აღებული, ამ დროს კი ვერ ვხედავთ მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ, საინვესტიციო, საბიუჯეტო ხარჯების თუ სხვა ქმედებებმა გამოიწვია ეს მდგომარეობა. არც რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ და არც ჩვენს მიერ შეთავაზებულ ინიციატივებს ითვალისწინებენ. ეს ეხება საარსებო მინიმუმსაც. რეალურად იმ კვლევებით, რომელიც დღეს არის არასამთავრობო თუ სხვა ექსპერტულ წრეებში, საარსებო მინიმუმი გაცილებით აღემატება სახელმწიფოს მიერ დადგენილს, რომელიც 160 ლარია. იმ პირობებში, როცა მსყიდველობითუნარიანობა შემცირებულია, მაგალითად, პენსიას თუ შევადარებთ დოლარის კურსს, ის გახდა 75 დოლარი, მაშინ, როცა 2012 წელს ის იყო 90 დოლარზე მეტი. შესაბამისად, ყველა სოციალური გასაცემელი დღეს თავისი მსყიდველობითუნარიანობიდან გამომდინარე, არის ნაკლები. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გადაიანგარიშოს საარსებო მინიმუმი და მეთოდოლოგია, რომელიც არ შეცვლილა 12 წლის განმავლობაში. მასში უნდა მოხდეს კორექტირება", - აცხადებს წერეთელი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: