უჩა ნანუაშვილი: პროკურატურამ ეს საქმე უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს

უჩა ნანუაშვილი: პროკურატურამ ეს საქმე უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს

 როგორც საქარტველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, პროკურატურას საქმის გამოსაძიებლად გარკვეული დრო უნდა მიეცეს. მისივე თქმით, ისინი პროკურატურაში ია მეტრეველის საქმის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევენ.

 

"მოსასალმებელია, რომ ასე ოპერატიულად მოხდა გამოძიების დაწყება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ახსნა-განმარტებაშია აღწერილი, მაგრამ მთავარია ეფექტურად მოხდეს საქმის გამოძიება. ჩვენ ჩართულები ვართ თავიდანვე და გავუწევთ მონიტორინგს, რომ მივადევნოთ თვალყური ამ საქმის წარმართვას.

ვფიქრობ, რომ ჯერ პროკურატურამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქმე იქნას გამოძიებული უმოკლეს ვადებში, აქ საუბარია რაღაც კონკრეტულ ვადაზე, რამდენიმე კვირის ვადაში უნდა იყოს საქმე, რაღაც კონკრეტული შედეგი, თუ ეს შედეგი არ დადგა, შემდეგ რა თქმა უნდა შესაძლებელია რაღაც ალტერნატივებზე ვიფიქროთ, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი არის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია",-განაცხადა ნანუაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: