ჰამლეტ ჭიპაშვილი: ირანი საქართველოში წყლის რესურსების შესყიდვითაა დაინტერესებული
საქართველო-ირანის ურთიერთობებზე ისაუბრა პოლიტოლოგმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა "ივერიონის" პრესკლუბი. ჭიპაშვილის განცხადებით, ირანთან სრულყოფილი ურთიერთობების აღდგენაა საჭირო.
"კარგია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ირანის სახელმწიფოს ეწვია და მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. უნდა აღინიშნოს, რომ უვიზო რეჟიმის შემოღების ინიციატორი თავად ირანის მხარე იყო, სწორედ ირანის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრის, მანუჩეჰრ მოთაქის ინიციატივით საქართველოს მხარესთან უვიზო მიმოსვლის სისტემა დაწესდა.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ირანის მხრიდან ტურიზმი გაიზარდა. ზაფხულის პერიოდში საჰაერო რეისებმა იმატა, ტურისტების შემოდინებამ კი რამდენიმე ათასს გადააჭარბა, რის შედეგადაც საქართველოს ხაზინაში ათასობით ევრო შევიდა.
საქართველომ გაიზიარა ვაშინგტონისა და თელავივის შეხედულებები და ამ ხელისუფლების პერიოდში ირანთან ცალმხრივი სავიზო სისტემა დაწესდა, აქედან გამომდინარე, საქართველომ დაკარგა ძალიან დიდი ფული, ჩაკვდა ირანული ტურიზმი,"-აცხადებს ჰამლეტ ჭიპაშვილი.
ჭიპაშვილი იმედოვნებს, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ახალ ფაზაში გადავა, რაც პირველ რიგში საქართველოს მხრიდან, სავიზო რეჟიმის გაუქმებას გულისხმობს.
"უცხოელთა შემოსვლასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებაა გავრცელბული, აქ ყურადღების გამახვილეება საჭირო, მაგრამ არ შეიძლება მოხდეს იზოლაცია. იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი უსაფრთხოება დავიცვათ, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იმუშაონ და ეს საზღვრის ჩაკეტვით არ უნდა მოხდეს". მნიშვნელოვანია, რომ ირანის სახელმწიფო წყლის რესურსების შესყიდვითაა დაინტერესებული, რადგან ახლო-აღმოსავლეთის ქვეყნებში წყალს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამით კი საქრთველომ შეიძლება დიდი მოგება მიიღოს".