სერგეი ლავროვი: "NATO ძირითადად წინა ეპოქის რუდიმენტად რჩება"
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი "ცივი ომის" გადმონაშთია. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
"ნატოს მყისიერი გადასვლა კონფრონტაციულ რიტორიკაზე, რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტა და რუსეთის საზღვრებთან სამხედრო დაჯგუფებსი ზრდა, ნათლად წარმოაჩენს ალიანსის უუნარობას დაძლიოს "ცივი ომის" სტერეოტიპები. სამწუხაროდ, ნატო, არსებული სახით, ძირითადად წინა ეპოქის რუდიმენტად რჩება" - განაცხადა რუსმა მინისტრმა.