ვინ არის სინამდვილეში ეკა ყუშიტაშვილი

ვინ არის სინამდვილეში ეკა ყუშიტაშვილი

"27 იანვარს "ნაცმოძრაობამ" საპატრულო პოლიციასა და მის შეფს, დავით ცინარიძეს იაფფასიანი სპექტაკლი დაუდგა, ანუ ორი ვიდეოჩანაწერი გამოუქვეყნა, სადაც ვინმე ეკატერინე ყუშიტაშვილი ცდილობს, საპატრულო ეკიპაჟის წევრებს საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმა არ გამოაწერინოს. ის ხან ბილწსიტყვაობს, ხან ვითომ ვინმე მაღალჩინოსან გოგას ურეკავს, ხან კიდევ დავით ცინარიძეს უხსნის, როგორ ჩაგრავენ, როგორ დასდევენ პოლიციელები სპეციალურად და როგორ ცდილობენ დააჯარიმონ. როგორც ერთ-ერთი "ნაციონალი", პარლამენტარი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გიორგი ჯღარკავა, რომელსაც აღნიშნული მოქალაქე ერთ-ერთ ვიდეოში უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისივე თქმით, პატრულის განთავისუფლებული თანამშრომელი დააშინეს და ის მედიასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურითვინ არის ეკა ყუშიტაშვილი და რაში დასჭირდათ "ნაციონალებს" მისი ვიდეოს გავრცელება?

 

"ინკოგნიტო წყარო, რომელიც "ალიას" ამის თაობაზე ინფორმაციას აწვდის, ამტკიცებს, რომ ვინმე ეკატერინე ყუშიტაშვილის გამო საპატრულო პოლიციის რიგებიდან არავინ გაუთავისუფლებიათ და საერთოდ, ეგ ვიდეო გადაღებულია 2013 წლის ზაფხულში. თუ ჩვენ კარგად დავაკვირდებით ეკატერინეს "ფეისბუკის" გვერდს, აშკარად მივხვდებით, რა პროვოკაციასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნავს გამოცემა.

 

"როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს, ამ ადამიანს იყენებენ და "ნაციონალებიც" წინააღმდეგობაში ვარდებიან, ანუ ზურაბ ჯაფარიძის მტკიცება, რომ ეკატერინეს გამო ვინმე გიორგი ჯღარკავა სამსახურიდან დაითხოვეს, აბსურდია. თავად ყუშიტაშვილი ამტკიცებს, არავისთან არ ვრეკავდი, პატრულს ვაგოიმებდიო. პრინციპში, თუკი მას ასეთი გავლენიანი მფარველები ჰყავს, 27-ჯერ არ უნდა დაეჯარიმებინა საპატრულო პოლიციას. ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, ეკატერინე ყუშიტაშვილს ორი წლის წინათ სიმთვრალის გამო "ლიშენიაც" გაუფორმეს და კარგახანს ფეხით დადიოდა", - წერს სტატიის ავტორი.

 

"აპირებს თუ არა დავით ცინარიძე, ამ პროვოკაციაზე განცხადება გააკეთოს? შსს-ს ინკოგნიტო წყაროს თქმით, ამ ეტაპზე ის არ ფიქრობს, რომ ასეთი უნიჭო სპექტაკლის გამო ვინმეს პასუხი უნდა გასცეს. "ნაციონალებს" დაგეგმილი აქვთ ცინარიძის წინააღმდეგ პროვოკაციები მოაწყონ: "დაუკვირდით, 27 იანვარს, დღის 12 საათზე დავით ცინარიძე აწყობს პრესკონფერენციას და ამბობს, რომ ნინოწმინდის გამშვებ პუნქტზე ამოიღეს დიდი ოდენობით კოკაინი. ერთ საათში იტვირთება ეს ვიდეოები. 2013 წლის ზაფხულში გადაღებული ვიდეოები რატომ ატვირთეს მაინცდამაინც ახლა? ეს რომ იაფფასიანი ფარსია, იქიდანაც ჩანს, რომ, როცა პოლიციელი თავის მეწყვილესთან ბრუნდება მანქანაში, უცებ ამბობს, აგერ, გირეკავენო. ვიღაცა "რაციაზე" ეუბნება, ტელეფონით გადმომირეკეო. რატომ არ ჩაიწერეს იმ ადამიანის ხმა, რომელმაც პატრულს ყუშიტაშვილის გაშვება მოსთხოვა? ვიმეორებ, ეს არის დადგმული ფარსი, რომელშიც, სამწუხაროდ, "ნაციონალი" პოლიციელებიც მონაწილეობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩანაწერი "ნაციონალებთან" ვერ მოხვდებოდა", - დასძენს გამოცემა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: