გურამ გირგვლიანი: "დააკვირდით ხელწერას, ჩემი შვილიც და იურიც სასაფლაოზე დახოცეს"
"დააკვირდით ხელწერას, ჩემი შვილიც და იურიც სასაფლაოზე დახოცეს" , - განცხადება ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმა გაზეთ "საქართველო და მსოფლიოსთან" გააკეთა.
მისი თქმით, თუ ხელისუფლებამ არ წაავლო ხელი და ციხეში არ გამოამწყვდია სალაყაიები, დონაძეები და მსგავსი არამზადები ყოველთვის კარგად იგრძნობენ თავს.
"იური ვაჟკაცურად იბრძოდა სიმართლის დასადგენად, მაგრამ საკუთარი შვილის საფლავს დააკლეს", - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.