ნოემბერში უპრეცენდენტო ამნისტია იგეგმება
ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს ამნისტია შეეხებათ, მაგრამ ეს არ შეეხებათ იმ პატიმრებს, რომლებიც, ბრალდებულები არიან სექსუალურ ძალადობაში, ტრეფიკინგში, უდანაშაულო პირის განზრახ პასუხისმგებლობაში მიცემისთცვის, სიტყვის თავისუფლების, შეკრების ან მანიფესტაციის ხელყოფისთვის, არჩევნების პროცესში უკანონო ქმედებისთვის.
სასჯელი გაუნახევრდებათ იმ არასრულწლოვანებს, ქალებს და პირველად ნასამართლევ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.
ამნისტიის პროექტში ჩამოთვლილია ის მუხლები, რომელთა მიხედვითაც შეეძლებათ პრობაციონერებს სარგებლობა.
რაც შეეხებათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულ მამაკაცებს, ბოლო პერიოდში საქართველოს ციხეებში მათზე ღირსების შემლახავი და დამამცირებელი მოპყრობის გათვალისწინებით, ასეთ პატიმრებს სასჯელის ვადა 1/3 შეუმცირდებათ.