კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა - რაზე ისაუბრეს ლიდერებმა?
კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ იმსჯელეს.სზდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
საბჭოს წევრებმა პარლამენტის თავმჯომარე დავით უსუფაშვილისგან მოისმინეს ინფორმაცია მოახლოებული საგაზაფხულო სესიის პრიორიტეტებზე. შეხვედრაზე შეაჯამეს ბოლო პერიოდში განხორციელებული სამთავრობო ვიზიტები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.