"მზის" დამფუძნებელი გიგი უგულავასა და დავით ბეჟუაშვილს უჩივის!
დღეს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ტელეკომპანია "მზის" ყოფილი დამფუძნებლის ელდარ მდინარაძის და ტელეკომპანია "მზის" მესაკუთრეების ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას პრესკონფერენცია გაიმართება.
დამფუძნებელი ისაუბრებს, თუ რა ძალადობრივი გზით წამაართვეს ტელეკომპანია და რა წვლილი მიუძღვით ამ საქმეში გიგი უგულავასა და დავით ბეჟუაშვილს. ამასთან, დამფუძნებელი ტელეკომპანია „მზის“ დაბრუნებას მოითხოვს.
ტელეკომპანია „მზის“ დამფუძნებელი მოითხოვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გიგი უგულავასა და დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ.