ბიძინა ივანიშვილი: ჩემს სიტყვას მეტ ანგარიშს უწევენ, რამეთუ იციან ჩემი პოზიცია!
ექპრემიერმა ექსპერტები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ბრალდებები, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას კულუარებიდან მართავს, არ შეეფერება სიმართლეს.
"ვერ გაუგიათ რჩევა და ის, რაც მე მაქვს საზოგადოებისგან - ნდობა. ჩემს სიტყვას ცოტა მეტი ფასი აქვს. ექსპერტებად წოდებულნი მაკრიტიკებენ, ექსპერტებად წოდებულებს ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ საკუთარ ანალიზში. ვერ აცნობიერებენ, რომ ჩემს სიტყვას მეტი ძალა აქვს საზოგადოების ნდობის გამო, ხელისუფლების წევრები მეტ ანგარიშს უწევენ, რომც არ ვთქვა ანგარიშს უწევენ, რამეთუ იციან ჩემი პოზიცია,"- განაცხადა ივანიშვილმა.