გიორგი ონიანი: "ხელისუფლებაში არ არის ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შემოულაწუნებს"
,,ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია იმ ,,მწვარვალს" როდესაც ადამიანები იჯერებენ საკუთარ უძლეველობას, სიდიადეს, განუმეორებლობას"-ასე აფასებს ივანიშვილის გამოსვლას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ონიანი. ონიანი ამბობს, რომ ივანიშვილის გამოსვლა ბოლო ზღვარი იყო.
"გაუნათლებლობა ესეთ გრძნობებს როგორც წესი ამძაფრებს და შეუქცევადს ხდის. აქამდე მისგან ხშირად გვესმოდა თავდასხმები ნაციონალურ მოძრაობაზე, მიხეილ სააკაშვილზე, არასამთავრობო სექტორზე და მედიაზეც კი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს არ იყო ბოლო ზღვარი. გუშინ პირდპირ ეთერში მან გადაასწრო ჩრდილოკორეის ლიდერს და საზოგადოებას ყოველგვარი პარტიული ან სხვა ნიშნით დაყოფის გარეშე განგვიცხადა რომ ვართ უუნაროები, უცოდინრები და მასწავლებლების ან ბანკირების აყვანა გვირჩია, რომ სიდუხჭირე რომელიც ჩვენი უმრავლესობის ოჯახებში სუფევს, ჩვენივე უუნარობის ბრალია და ხელისუფლება და არც თვითონ არაფერშუაში არ არიან. პირველად ვინატრე რომ ეთერში მის ადგილზე მჯდარიყო ირაკლი ღარიბაშვილი და ვიტოვებდი იმედს რომ აღნიშნული ეთერის მერე ერთი პიროვნება შემოულაწუნებდა მაინც. ამ შემთხვევაში კი სრული უიმედობაა, ხელისუფლებაში არ არის ადამიანი და არც ადამიანთა ჯგუფი რომელიც ბიძინა ივანიშვილს შემოულაწუნებს, გინდ პირდაპირი და გინდ გადატანითი მნიშვნელობით. ცხადია ან ამ ფუნქციას აიღებს ხალხი და ამ შემთხვევაში ქვეყანას დაუბრუნდება განვითარების შანსი ან დავრჩებით ვერშემდგარ ქვეყნად რომელიც გადაყვა ერთი ოლიგარქის პირად ამბიციებს. არჩევანი ჩვენზეა"